7:15
რიცხვებით სპეკულაცია როგორ უნდა მოახდინოს, სახაზინო მონაცემებია და საჯარო სამსახურებიდან მიღებული ინფორმაციაა - თაზო დათუნაშვილი "ეისითის" ეკონომიკურ კვლევაზე

მმართველ გუნდი "ეისითის" ეკონომიკურ კვლევაზე საუბრობს. ორგანიზაციამ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის ნახევარზე მეტი თვლის, რომ ქვეყანაში ან უკვე დაწყებულია, ან უახლოეს 6 თვეში ფინანსური კრიზისი დაიწყება.
"ეისითი"არის "ეისითი გლობალში" შემავალი ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თინათინ რუხაძეა.
"ქართულ ოცნებაში" დღეს რუხაძის აქტიურობა გაიხსენეს და თქვეს, რომ
კვლევა პოლიტიკურ მიზნებს ატარებს, რომლის მიზანიც, ქვეყანაში არასწორი განწყობების შექმნაა.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ეს სახაზინო მონაცემებია, რომელიც საჯარო სამსახურებიდან მიღებული ინფორმაციაა:
"რიცხვებით სპეკულაცია როგორ უნდა მოახდინოს, სახაზინო მონაცემებია და საჯარო სამსახურებიდან მიღებული ინფორმაციაა," - აღნიშნავს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი მმართველ გუნდს პასუხობენ, და აცხადებენ, რომ ადამიანს, რომელსაც საჭმლის ფული არ აქვს, ოპოზიციის რიტორიკა არაფერში სჭირდება:
"ადამიანს, როდესაც საჭმლისა და წამლის ფული არ აქვს და შენ ეუბნები, რომ თურმე ყველაზე მეტად განვვითარდით ბოლო წლების განმავლობაში, ეს იწვევს ხალხის გაღიზიანებას. ოპოზიციის რიტორიკა და ოპოზიციის პროპაგანდა ადამიანს, რომელსაც საჭმლის ფული არ აქვს, რაში სჭირდება," - აცხადებს პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.