იწვევს უშვილობას, ღვიძლის დაავადებებს - არუნ ხათრი დიასახლისებს აფრთხილებს
1771179309
რესურსი, რომელიც მობილიზებულია ქვეყნებში შემოსატანად, როგორც შავი ფული, გაცხადებულად არის იმ პროცესების დასაფინანსებლად, რომელსაც ექსტრემიზმს ვუწოდებთ - გია ვოლსკი
დღეს, 08:26 11
"გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებასა და საკანონმდებლო პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებს განიხილავენ დღეს მეორე მოსმენით დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.
მათ შორის არის ინიციატივაც, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. საკანონმდებლო ცვლილებებით, ზუსტდება გრანტების განმარტება, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადი ხდება გარე ლობიზმი.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ცვლილებების მიზნად უცხოური გავლენისგან გამჭვირვალობის უზრუნველყოფასა და ქართული პოლიტიკური სივრცის დაცვას ასახელებს.
"გრანტის შემოტანა საქართველოში შეიძლება, საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანასა და გრანტის მომცემს გააჩნია. მაგრამ ეს წინასწარ უნდა იყოს განხილული და შეთანხმებული, ვინაიდან აშკარად, ოფიციალური ტრიბუნიდან, ევროკავშირის კომისრის მიერ გაცხადებული იქნა, რომ უშველებელი თანხებია ორგანიზებული, რათა საქართველოში შეიტანონ - არამარტო საქართველოში.
რესურსი, რომელიც არის მობილიზებული ქვეყნებში შემოსატანად, როგორც შავი ფული, გაცხადებულად არის იმ პროცესების დასაფინანსებლად, რომელსაც ექსტრემიზმს ვუწოდებთ. ექსტრემიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა ის, რომ შექმნან პარალელური სტრუქტურები და არ აღიარონ სახელმწიფო ორგანოები", - განაცხადა გია ვოლსკიმ.