1692302192
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა სამძიმრისა და მხარდაჭერისთვის - თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბრის დროს განიხილეს საქართველოში ჩამოვარდნილი ჩვენი სამხედრო თვითმფრინავის სამძებრო-სამაშველო ოპერაციებთან დაკავშირებით უახლესი ვითარება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების გამო სამძიმარი გამოუცხადა. სატელეფონო საუბრის დროს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა სამძიმრისა და მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.











