მეტროსადგურ „დიდუბის” ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა
1782051515
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული კრიზისი გრძელდება. მიხეილ სააკაშვილის მიერ პარტიის მოქმედი თავმჯდომარის კრიტიკას თავად თინა ბოკუჩავამ უპასუხა და აღნიშნა, რომ სააკაშვილის პოზიცია გარემოცვის ზეგავლენითაა განპირობებული. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილი აცხადებს, რომ დაგეგმილი ცვლილებების შესახებ წინასწარ იყვნენ ინფორმირებული.
არსებულ დაპირისპირებას ოპოზიციური ძალის მორიგ ლუსტრაციად აფასებენ საპარლამენტო უმრავლესობისა და საკანონმდებლო ორგანოს სხვა პოლიტიკურ ჯგუფებში. დეპუტატების განმარტებით, ეს პროცესი პარტიაში ძალაუფლებისთვის მიმდინარე ბრძოლას ადასტურებს.
„ამ შემთხვევაში, საქართველოს საზოგადოებისთვის არის აბსოლუტურად უმნიშვნელო, რა მოხდება შიგნით, „ნაცმოძრაობაში“. რაც უარესი „ნაცმოძრაობისთვის“, მით უკეთესი საქართველოსთვის. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თავმჯდომარე ვინ იქნება „ნაცმოძრაობაში“, რომელიც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმედი გვაქვს, რომ გაუქმდება იმიტომ, რომ ანტისახელმწიფოებრივია... მაგრამ, ხომ ამბობს ევროკავშირის ელჩი, რომ „ნაცმოძრაობა“ ევროპული პარტიაა და ხმა მიეცით, კოალიციური მთავრობა და ა.შ. აგერ, შიდა აქტივის მიერ არჩეულ თავმჯდომარეზე დილის საუზმის მერე გადააყენა სააკაშვილმა ყოველგვარი წესების დარღვევით და პრემიერ-მინისტრი რომ ყოფილიყო, ასე უნდა გადამდგარიყო? ქვეყანას ამას სთავაზობთ? ევროკავშირის ელჩს მივმართავ - ასეთი ტიპის პარტიას, რომელსაც ბნელი წარსული აქვს?“, - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.