სიახლე, რომელიც კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ გააჟღერა
1770191727
უმაღლესი სასწავლებლის რექტორი უნდა ემსახურებოდეს სტუდენტების და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის ინტერესებს, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, რითაც გამოეხმაურა ილიას უნივერსიტეტის მეორე ვადით არჩეული რექტორის, ნინო დობორჯგინიძის პოლიტიკურ აქტიურობას.
„ვხედავთ, რომ ვალდებულების აღრევასთან გვაქვს საქმე, რაც პირდაპირ წარმოადგენს ორმაგ სტანდარტს, მაგრამ კიდევ უფრო მეტი რისკის შემცველია, რადგან ამ შემთხვევაში ვხედავთ რადიკალიზმისა და პოლარიზაციის ტირაჟირებას“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
ილიაუნის ხელმძღვანელი, ნინო დობორჯგინიძე ოპოზიციური პარტიის ღონისძიებაში გეგმავს მონაწილეობას.