რატი იონათამიშვილი BBC-ს სტატიაზე: ქიმიური რას ეყოფა, ბარემ ბიოლოგიურიც ჩაეწერათ, მათი რა მიდიოდა

რატი იონათამიშვილი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„უფროსის გარეშე დარჩენილ BBC-ში აკაცუკები შეპარულან

ქიმიური რას ეყოფა, ბარემ ბიოლოგიურიც ჩაეწერათ, მათი რა მიდიოდა“, - წერს რატი იონათამიშვილი.

BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს.