„ეგ, ჩემი ბინაა... მე ბინიდან არავინ გამიგდია...“ - ლაურა ღაჭავა
1764528772
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილისთვის სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას დღეს განსაზღვრავს. იზოლატორში მყოფ "ძლიერი საქართველო-ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს ბრალი ოფიციალურად გუშინ, დღის ბოლოს წარუდგინეს.
თავდაპირველად, მის წინააღმდეგ საქმე ნივთის დაზიანების ან განადგურების მცდელობის მუხლით მიმდინარეობდა, მოგვიანებით ის გადაკვალიფიცირდა.
ელისაშვილი შაბათს გამთენიისას საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობისას დააკავეს. მომხდარის ამსახველი ვიდეო-კადრები პროკურატურამ გაავრცელა. უწყების ცნობით, შენიღბული ელისაშვილი ადგილზე "ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული მივიდა".
უწყების ინფორმაციით, შენობაში უკანონო შეღწევის შემდეგ, შიდა სივრცის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ადგილზე განთავსებულ ნივთებსა და დოკუმენტაციაზე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა, თუმცა ამის საშუალება მას მანდატურებმა არ მისცეს და რამდენიმეწუთიანი წინააღმდეგობის შემდეგ დააკავეს.
დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით, კლინიკაში მოათავსეს ერთ-ერთი მანდატური; დაზიანებები მიიღო ელისაშვილმაც. ამ ეტაპზე საქმეს გენერალური პროკურატურა იძიებს.