„ეგ, ჩემი ბინაა... მე ბინიდან არავინ გამიგდია...“ - ლაურა ღაჭავა
1764528772
ომი უკრაინაში, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა და ის უმძიმესი შედეგი, რომლის თავიდან არიდებაც ქვეყანამ შეძლო, - სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ დასასრულისკენ მიმავალი ომის და უკრაინის წინაშე მდგარი მძიმე არჩევანის ფონზე კარგად ჩანს, რისთვის სწირავდნენ საქართველოს. სპიკერი იხსენებს ამერიკის ელჩთან შეხვედრას.
"ელჩის მოთხოვნებზე დაყოლა საქართველოს ომისთვის გაწირვას ნიშნავდა, რაც არათუ საჯაროდ, არამედ ჯეიმს ო"ბრაიენისთვის მაქვს ნათქვამი", - წერს სპიკერი.
მისივე თქმით, არ არსებობდა ახსნა, რა პირით ითხოვდნენ საქართველოსგან უსაფრთხოების გარანტიების გარეშე რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების რისკზე წასვლას. "ვინც ჩვენი ომის შემდეგ, რუსეთთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას გვკარნახობდა, უკრაინაში ომის დაწყებისთანავე რუსეთთან მაქსიმალური ესკალაცია მოგვთხოვეს. ამგვარი ესკალაციის ბოლო წერტილი ომია", - წერს შალვა პაპუაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების სწორი პოზიციით, ძალიან რთული ვითარება აიცილეს თავიდან.
"ადრე თუ შალვა პაპუაშვილის, პრემიერის და თავად ბიძინა ივანიშვილის ჩართვას ითხოვდნენ პოლიტიკაში, ასეთი მუქარები იყო და მაინც კულისებში იყო... რამდენიმე თვის შემდეგ პირდაპირ საჯაროდ ამბობდნენ უკვე, რომ საქართველო უნდა ჩართულიყო ომში. პირველივე კვირებიდან, საქართველოს ხელისუფლების ძალიან სწორი პოზიციით, ავირიდეთ თავიდან ეს უბედურება, რა არჩევანის წინაშეც დღეს არის უკრაინა, რასაც თავად უკრაინის პრეზიდენტიც აღიარებს", - აცხადებს მაჭარაშვილი.