წყალი დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1754330583
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქე, რომელიც ტყვეობიდან უკვე თავისუფალია, ჰყვება თუ როგორ დააკავეს ის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა.
„პირველ ნოემბერს, სოფლის მოშორებით, სალოცავზე ვიყავით 3 ადამიანი ჩასული. მოგვეპარა თავისი ძაღლებით, ვერც დავინახეთ მანამდე. ხელები ავუწიეთ, შემდეგ წაგვიყვანეს და დაგვკითხეს. ორივე კარგად გრძნობს თავს“, - აცხადებს არასრულწლოვანი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს, სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.