ჯარიმა 200 და 300 ლარია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1787930164
შეწყალების ჰუმანური აქტი და ოპოზიციის კრიტიკა პატიმრებს - ქართული ოპოზიციისა და აქტივისტების ნაწილი, მსჯავრდებულების მხრიდან დანაშაულის აღიარებასა და პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნას აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტები ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებს, რომლებიც მათი მოწოდებების შემდეგ გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ, დღეს გადაწყვეტილებას უწუნებენ. მმართველ გუნდს ოპონენტების კრიტიკა არ უკვირს.
აცხადებენ, რომ მსჯავრდებულთა გათავისუფლება და მათი მხრიდან დანაშაულის აღიარება, ოპოზიციის გეგმას ხელს უშლის. ამბობენ იმასაც, რომ თუ მსაჯვრდებული საკუთარ დანაშაულს აღიარებს და მოინანიებს, სახელმწიფო მის მიმართ ჰუმანური იქნება, რაც პრეზიდენტის შეწყალების აქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა.
"ამ ადამიანებმა აღიარეს თავიანთი დანაშაული, მოინანიეს თავიანთი საქციელი და ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში მოქმედებს სამართლიანად და ჰუმანურად. როდესაც შენი მოქალაქე აღიარებს დანაშაულს, ამ შემთხვევაში ასეთი ნაბიჯების გადადგმა ხდება ხოლმე. და ვხედავთ ჩვენ ახლა რადიკალების მხრიდან, რომ ოღონდაც თავიანთი საქმე გააკეთონ, ოღონდაც ამ თავიანთი სცენარების განხორციელებაში რაღაცნაირად ხელი არ შეეშალოთ და ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათ შორის იმაზეც, რომ ახალგაზრდები იყვნენ ციხეში, იმიტომ, რომ მათი წაქეზებულია ეს ახალგაზრდობა, ბუნებრივია, მათ შეიყვანეს შეცდომაში, წააქეზეს ეს ხალხი და ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, რომ გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის," - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.