რა ქონებას ფლობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე

ლევან ხაბეიშვილის ქონება

ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. ნაყოფიას განცხადებით, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58% მიიღო, ნიკა მელიამ კი 40%.

კობა ნაყოფიას თქმითვე, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

ნახეთ როგორია ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარისმ ლევან ხაბეიშვილის ქონებრივი მდგომარეობა. დეკლარაცია როგორც პარლამენტის წევრს გასული წლის თებერვალში აქვს შევსებული.

ლევან ხაბეიშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მის სახელზე უძრავი ქონება არ ფიქსირდება.

მის საკუთრებაში მსუბუქი ავტომობილი Toyota Highlander-ი, რომელიც 2020 წელს 7 000 დოლარად შეიძინა.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სახელფასო ანგარიშზე 9 334 ლარი, ხოლო საკრედიტოზე ჯამში - 2 179 ლარი ჰქონდა.

ამასთან მისმა პარლამენტის წევრის პოზიციაზე მისმა შემოსავალმა გასულ წელს 42 412 ლარი, ხოლო თბილისის საკრებულოს წევრის პოზიციაზე 2021 წლის 1-ელ 5 თვეში 12 864 ლარი შეადგინა.

მასვე უფიქსირდება 23 500 ლარის მოცულობის სამომხმარებლო სესხი.