ომში, სოხუმის დედათა მონასტერთან დატრიალებული სასწაული, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ წაიკითხავთ
1727429209
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს “საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდის “სინამდვილეში“ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სინამდვილეში, ხელისუფლებამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90% შესრულებული ექნება.
“ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს “საქართველო წყვეტს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს 4 წლით“.
სინამდვილეში, ხელისუფლებამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების შეთანხმების შესრულებას და 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების 90% შესრულებული ექნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.