ცვლილება ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა! - სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1758138613
თბილისის საკრებულოში პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით ჭელიძე, მანჯგალაძის ქუჩაზე მდებარე „სამკუთხედ ბაღში“ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ძველი ნაძალადევი-ლოტკინის კანდიდატმა ამომრჩევლებთან მმართველი გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და მათი საჭიროებები მოისმინა.
„წინასაარჩევნო შეხვედრა გავმართეთ იმ უბანში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მოსახლეობას გავაცანით ჩვენი გუნდის პრიორიტეტები, 4-წლიანი გეგმის ძირითადი მიმართულებები. ასევე, მოქალაქეებთან ინდივიდუალურად განვიხილეთ ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო საკითხები“, - აღნიშნა დავით ჭელიძემ.
მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად ამომრჩეველს პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ხელაძე და დედაქალაქის საკრებულოს წევრი, ლევან არველაძე შეხვდნენ.