ცვლილება ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა! - სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1758138613
დანია გრენლანდიაში აშშ-ის მონაწილეობის გარეშე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
როგორც გამოცემა წერს, დანიამ აშშ არ მიიწვია Arctic Light 2025-ში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გრენლანდიის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნებია.
ამასთან, დანიაში უარყვეს მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ წვრთნები ვაშინგტონისთვის გზავნილის გასაგზავნად ტარდება.
Arctic Light 2025-ში, რომელიც 19 სექტემბრამდე გაგრძელდება, 550-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს, მათ შორის სპეციალური დანიშნულების რაზმები დანიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან და ნორვეგიიდან.
ცნობისთვის, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების გათვალისწინებით, მას სურს აშშ-ის კონტროლი მინერალებით მდიდარ და სტრატეგიული მდებარეობის მქონე არქტიკულ კუნძულზე. გრენლანდია დანიის შემადგენლობაში შემავალი ნახევრადავტონომიური ტერიტორიაა. ამასთან, დანიისა და გრენლანდიის ლიდერები აცხადებენ, რომ კუნძულის მომავლის გადაწყვეტა მხოლოდ გრენლანდიელებს შეუძლიათ.