1758188657
ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებაზე მისული პოლიციელები მოკლეს (აშშ)

პენსილვანიაში მომხდარი სროლის დროს სამი პოლიციელი დაიღუპა, კრიტიკულია ორის მდგომარეობა. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი ადგილზე მოკლეს.
თავდასხვა იმ დროს განხორციელდა, როდესაც ოფიცრები ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებულ გამოძიებას აწარმოებდნენ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, დანაშაულის მოტივს FBI იძიებს. შტატში გლოვა გამოცხადდა.