1770671781
პროცესი დაიწყო, ვინაიდან უკვე კონკრეტულ საქმეზე ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რუბიომ თქვა, რომ შექმნის ტექნიკურ ჯგუფს, რომელიც შეისწავლის ამ პრობლემატიკას - თენგიზ შარმანაშვილი
მეორე დღეა პოლიტიკური განხილვის საგანია აშშ-საქართველოს ურთიერთობები. მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წინა ადმინისტრაციის მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილებები გააზრებული იქნა ახალი მმართველობის პირობებში.
ასევე, განმარტავენ, რომ ქართული მხარე მზად არის შემხვედრი ნაბიჯები გადადგას ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დასაწყებად.
"პროცესი დაიწყო - ვინაიდან უკვე კონკრეტულ საქმეზე ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რუბიომ, მან თქვა, რომ შექმნის ტექნიკურ ჯგუფს, რომელიც შეისწავლის ამ პრობლემატიკას, ეს ნიშნავს, რომ უკვე მუშაობა დაიწყება. რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება კი არ იქნება მუშაობის დაწყებისა, უკვე ეს გადაწყვეტილება მიღებულია და უკვე ამ ჯგუფმა მუშაობა უნდა დაიწყოს. რა თქმა უნდა, მათ ინტენსიური ურთიერთობა ექნებათ საქართველოს საგარეო უწყებასთან და გაივლიან ყველა შესაბამის საკითხს", - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.
მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი შტატების სახელმწიფო მდივანს და ვიცე- პრეზიდენტს, მილანში, ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მიღებაზე შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ სახელმწიფო მდივანმა საუბრისას თქვა, რომ საქართველოსთან მიმართებაში წინა ადმინისტრაციისგან საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ და უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება ურთიერთობების აღსადგენად.











