„საქართველოს ხმაში“ რეკორდი მოხსნილია — ვინ არის გოგონა, რომელმაც ჟიური და მაყურებელი ერთად მოხიბლა
1747130314
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, სადაც პრემიერმა განათლების ახალი მინისტრი, გიორგი ამილახვარი წარადგინა, ჟურნალისტის კითხვაზე, იცვლება თუ არა ჯანდაცვის მინისტრიც, პრემიერი მოკლე პასუხით შემოიფარგლა და განაცხადა: „ტყუილია, ტყუილი”.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი პოსტს ტოვებდა და მას ამ თანამდებობაზე თეა წულუკიანი შეცვლიდა.