5 ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისაგან შედგება
1748547198
მქონდა შესაძლებლობა, გამოვსულიყავი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, სადაც გავაჟღერე ის გზავნილები, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებთან.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანსა და უნგრულ მხარეს კონფერენციის ორგანიზებისთვის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ვიქტორ ორბანს, რომელიც იყო მთავარი მასპინძელი, მასთან გვქონდა ასევე ორმხრივი შეხვედრის გამართვის საშუალება, ასევე ამ ფორმატში მქონდა იმის საშუალება, მესაუბრა სხვადასხვა პოლიტიკოსთან სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის კონგრესმენებთან იმ საკითხებზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის პოზიციებთან. მთლიანობაში იყო საინტერესო ვიზიტი და მადლობა უნგრულ მხარეს ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.