პრემიერი: საუკუნოვანი ბრენდი იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც ისე გააქრეს, კითხვაც კი არავის გასჩენია. 1992 წლიდან იწყება პრობლემები ტექნიკურ უნივერსიტეტში, ამ პერიოდიდან გახდა ტექნიკური მიმართულება გერი საკუთარ უნივერსიტეტში

 პრემიერი

საჭიროა ყველაფერთან დაკავშირებით არგუმენტებით ვისაუბროთ, მათ შორის, ბრენდის თემაზე, ათი განცხადება მაინც მოვისმინე იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ბრენდი, მინდა, შეგახსენოთ, რომ თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს, რომ კითხვაც კი არავის გასჩენია, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, მათ შორის, აღნიშნული პერიოდიდან გახდა ტექნიკური მიმართულება გერი საკუთარ უნივერსიტეტში.

„ეს საუკუნოვანი ბრენდი საერთოდ გაქრა, როდესაც პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს გადაერქვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. 1992 წელს მოხდა ეს და 1992 წლიდან იწყება პრობლემები, სწორედ, ტექნიკურ უნივერსიტეტში. მათ შორის, ამ პერიოდიდან გახდა ტექნიკური მიმართულება გერი საკუთარ უნივერსიტეტში,“- განაცხადა პრემიერმა.