პრემიერი: სანქცია, რომელიც დაწესებულია ამ ღირსეული ადამიანის მიმართ, არის ადამიანის უფლებების დარღვევა, აქედან გამომდინარე, სანდრო დარახველიძეს ძალიან თამამად შეუძლია ისაუბროს ევროპელ ბიუროკრატებთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით

 პრემიერი

სანქცია, რომელიც დაწესებულია ამ ღირსეული ადამიანის მიმართ, თავისთავად არის ადამიანის უფლებების დარღვევა, აქედან გამომდინარე, სანდრო დარახველიძეს ძალიან თამამად შეუძლია ისაუბროს ევროპელ ბიუროკრატებთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, სანდრო დარახველიძის ჟენევაში ვიზიტის კომენტირებისას.

პრემიერის თქმით, ეს სანქციები არის სამარცხვინო.

„ეს სანქციები არის სამარცხვინო და თავად ეს სანქცია, რომელიც დაწესებულია ამ ღირსეული ადამიანის მიმართ, თავისთავად არის ადამიანის უფლებების დარღვევა, აქედან გამომდინარე, სანდრო დარახველიძეს ძალიან თამამად შეუძლია ისაუბროს ევროპელ ბიუროკრატებთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, - განაცხადა პრემიერმა.