ნინო წილოსანი: დებატების გაქრობა მედიასივრციდან ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მიზანი, რომ მაქსიმალური პოლარიზაცია მოეხდინათ როგორც პოლიტიკურ ველში, ასევე ამომრჩეველში

ნინო წილოსანი

დებატების გაქრობა მედია სივრციდან ეს იყო რადიკალური ოპოზიციის გეგმა და მიზანი, რომ მაქსიმალური პოლარიზაცია მოეხდინათ როგორც პოლიტიკურ ველში, ასევე ამომრჩეველში, - განაცხადა განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივას.

„დებატები მაყურებელს საშუალებას მისცემს, რომ დაინახოს სხვადასხვა პოზიციები და საკუთარი აზრი დააფიქსიროს ამ ობიექტურ მოცემულობაზე დაყრდნობით“, - აღნიშნა წილოსანმა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პრემიერი.