ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ყველა მათგანი არის ერთი დიდი აგენტურა. გაერთიანდებიან თუ არ გაერთიანდებიან, რა სცენარში ჩაჯდებიან - ეს არის მათი პატრონების გადასაწყვეტი. „ქართული ოცნება“ მოიგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე პროცესებს ეხებოდა.
მისივე თქმით, გახარიასა და „ნაცმოძრაობას“ 4 მუნიციპალიტეტში აქვთ შექმნილი კოალიცია და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოების მოტყუების მცდელობა ყველაფერზე მეტყველებს.
„ამ შემთხვევაში, ქალბატონი ანა წითლიძე არის აბსოლუტურად მართალი – 4 მუნიციპალიტეტში დღემდე აქვთ შექმნილი კოალიცია „ნაცმოძრაობას“ და გახარიას, ეს ხომ ფაქტია. ამასთან დაკავშირებით ტყუილის თქმას რომ ცდილობ და საზოგადოების მოტყუებას, ეს ყველაფერზე მეტყველებს. არ შეიძლება ამ დონის ტყუილი აკადრო საზოგადოებას. სწორედ ამიტომ არიან დისკრედიტირებულნი. ყოველი ჯერზე ისინი ცდილობენ, მოატყუონ საზოგადოება. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, საზოგადოება არ ტყუვდება და სათანადოდ აფასებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიების ქმედებებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.