იტალიაში ქართველ ემიგრანტს ეძებენ

ეძებენ

იტალიაში ქართველ ემიგრანტს ეძებენ. 

ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„ვეძებთ ემიგრანტს იტალიაში 

გთხოვთ, სასწრაფოდ წაიკითხეთ, ყურადღებით და ბოლომდე.

29 ივნისის შემდეგ კონტაქტი შეწყდა, იტალიაში მყოფ, 48 წლის ემიგრანტ ალექსანდრე - საშა რესმეტოვთან (იხ. ფოტო), როგორც ამბობს მისი მეუღლე თია პაპუნიძე (Tia Tia), მას დღემდე ვერავინ უკავშირდება.

ალექსანდრე - საშა, რომიდან წასულა ბოლონიაში დროებითი სამსახურისთვის(ჩემოდნით), რომში ცხოვრობდა Porta Furbaზე. აგვისტოში უნდა დაბრუნდეს რომში, საბუთთან დაკავშირებით, ასე ჰქონდა გათვლილი.

ალექსანდრე - საშა 29 ივნისისთვის, ასევე ესაუბრა თავის ძმას, უთქვამს, რომ ტელ. ბატარეა უჯდებოდა, ამ დღის შემდეგ, ოჯახის არცერთ წევრთან არ ჰქონია კონტაქტი (ასევე უთქვამს, რომ მუშაობდა უკრაინელებთან ერთად, თავს კარგად გრძნობდა, როგორც აღუნიშნავს).

იტალიის საზღვრებს ვერ დატოვებდა რადგან, პასპორტი აქვს ქუესტურაში (და მაღალი ალბათობით, არც დროებითი სამგზავრო დოკუმენტი აუღია).

გვჭირდება ქ. ბოლონიაში მცხოვრები ქართველების მაქსიმალური ყურადღება, იქნებ ამოიცნოთ ფოტოთი აღნიშნული პიროვნება და შეეხმიანოთ თია პაპუნიძეს ტელ.ნომერზე: +39 327 262 8420, ასევე მესენჯერში ( ზემოთ მონიშნულია ფბ.მისამართი), ეს ნომერი კი თავად ალექსანდრესია (საშა): - 3936521517.

ცუდზე არ ვფიქრობთ, ყველაფერი კარგად დამთავრდება, მთავარია, დროულად გავიდეთ კონტაქტზე, ადამიანის გაუჩინარება ამდენი ხნით ნორმალური არ არის , ცხადია, არსებობს ნერვიულობის საფუძველიც და ემიგრანტების გაერთიანების, ოპერატიულობის მნიშვნელოვანი მიზეზი, შესაძლოა მას რაიმე სახის დახმარება ესაჭიროება, ამიტომ გთხოვთ, გააზიარეთ ინფორმაცია, სასწრაფოდ.

განურჩევლად ყველა ემიგრანტი იტალიაში შესაძლოა,იყოს მასთან დაკავშირებული რაიმე ინფორმაციით.
გავაზიაროთ პოსტი ფოტოთი, რომ მალე ვიპოვნოთ ადამიანი (შემდეგ წავშალოთ მისი ფოტო).

ამჯერადაც კარგად იქნება ყველაფერი!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.