რიტუალები 13 იანვრის ღამეს, რომელიც ფულსა და სიმდიდრეს მოიზიდავს თქვენს სახლში
1768250208
უახლოეს მომავალში, მიმდინარე თვის განმავლობაში ვგეგმავთ შეხვედრებს სხვადასხვა სეგმენტის, ბიზნესის წარმომადგენლებთან, შეხვედრების საფუძველზე მეტი დეტალი გახდება ცნობილი და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ წარმატებით ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე ჩვენს ქსელებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქართველ ჟურნალისტებთან.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკვე შექმნილია სამთავრობო კომისია და იქმნება პარლამენტშიც დროებითი საგამოძიებო კომისია.
„ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ჩვენი სამუშაო პროცესი დაგეგმილი, პარალელურად იქმნება პარლამენტში დროებითი კომისია და ასევე სამთავრობო კომისიაც არის შექმნილი. ჩვენ უახლოეს მომავალში, მიმდინარე თვის განმავლობაში ვგეგმავთ შეხვედრებს სხვადასხვა სეგმენტის, ბიზნესის წარმომადგენლებთან, ესენი არიან დისტრიბუტორები, ესენი იქნებიან ასევე ქსელური მარკეტების წარმომადგენლები და ესენი იქნებიან ქართველი მეწარმეები, რომლებსაც აქვთ ქართულ ქსელებში საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის ინტერესი. შეხვედრების საფუძველზე მეტი დეტალი გახდება ცნობილი და ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ წარმატებით ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე ჩვენს ქსელებში.
ვინმეს თუ შეუძლია, თავის წვლილი შეიტანოს კომისიის წარმატებით მუშაობაში და რაც მთავარია, თავისი წვლილი შეიტანოს შედეგის მიღწევაში, რასაც ჰქვია ფასების დაწევა, ყველასთვის უნდა იყოს კარი ღია. ეს ეხება როგორც სამთავრობო კომისიას, ეს ასევე უნდა ეხებოდეს საპარლამენტო კომისიას, ასეთ პირებს, თუ მართლა აქვთ კონკრეტული მონაცემები, საინტერესო იდეები, ყველას უნდა მოუსმინოს საპარლამენტო კომისიამ და ასევე იმავეს გააკეთებს სამთავრობო კომისიაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.