მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის მომსახურების სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
1783877073
ათიათასობით ფაილი, კომპაქტ-დისკი და სხვა ტიპის მასალა იყო შენახული კასრებში, რომელიც ასახავდა ადამიანების პირად ცხოვრებას და უფრო მეტიც, ასახავდა წამებას და წამების სხვადასხვა ფორმას, როდესაც ასეთ დროს ასე უტიფრად ცდილობ ამ ყველაფრის გამართლებას, ამას ვერავითარი გამართლება და ახსნა ვერ ექნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც გია ბარამიძის მიერ „კასრების საქმეზე“ გაკეთებულ კომენტარს შეეხებოდა, თითქოსდა კასრებში იარაღი ინახებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს.
„კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომ დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს. რაც შეეხება ასეთ უტიფარ განცხადებებს, მე მგონი განსაკუთრებული კომენტარი არ სჭირდება. ყველამ იცის, რომ ათიათასობით ფაილი, კომპაქტ-დისკი და სხვა ტიპის მასალა იყო შენახული კასრებში, რომელიც ასახავდა ადამიანების პირად ცხოვრებას და უფრო მეტიც, ასახავდა წამებას და წამების სხვადასხვა ფორმას. როდესაც ასეთ დროს ასე უტიფრად ცდილობ ამ ყველაფრის გამართლებას, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი ვერც გამართლება და ვერც ახსნა ვერ ექნება“, - აღნიშნა პრემიერმა.