დაპირისპირება „ჰაუსში“ - ვრცელდება კადრები
1768322890
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის, დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას. ძალიან დიდი ინვესტიციებიც იდება ამ ყველაფერში, გვაქვს კონკრეტული პროექტები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ექსპორტის განვითარებას და ზოგადად ტრანზიტის განვითარებას ჩვენი ქვეყნის გავლით, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქართველ ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, დეკემბერში 22.5 %-ით გაიზარდა ექსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რათა აღმოიფხვრას ის დისბალანსი, რომელიც არის იმპორტსა და ექსპორტს შორის.
“დეკემბრის მონაცემები არის ძალიან შთამბეჭდავი, 22.5 %-ით გაიზარდა ექსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ აღმოვფხვრათ ის დისბალანსი, რომელიც არის იმპორტსა და ექსპორტს შორის, ბუნებრივია, ასეთი მონაცემები არის შთამბეჭდავი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. კონკრეტულად,მაგალითად ჩინეთთან ვაჭრობას რაც შეეხება, ტვირთების ნაკადი, წლის განმავლობაში, მიმდინარე მონაცემებით არის 48 %-ით გაზრდილი. ყველა მიმართულებით მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, ზუსტად ამ მიმართულებებით, ეს არის დაკავშირებადობა, ეს არის ტრანზიტი, ეს არის ჩვენი საექსპორტო პოტენციალის განვითარება. ძალიან ბევრი რამე კეთდება კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტროს მიერ, სხვადასხვა სამთავრობო უწყებების მიერ და ამ მიმართულებით ძალისხმევა გაგრძელდება მომავალშიც,”- განაცხადა პრემიერმა.