1791316484
პრემიერი ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით აშშ-ის გადაწყვეტილებაზე: აბსოლუტურად გასაგებია გადაწყვეტილება, საერთაშორისო ინსტიტუტებს რომ შელახული აქვთ რეპუტაცია არახალია, ეს არის აშშ-ის სუვერენული გადაწყვეტილება და ყველამ პატივი უნდა სცეს
ზოგადად, საერთაშორისო ინსტიტუტებს რომ შელახული აქვთ რეპუტაცია, ეს არახალია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას ეხება.
პრემიერის თქმით, ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გასაგებია.
„ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია ეს გადაწყვეტილება. ზოგადად, საერთაშორისო ინსტიტუტებს რომ შელახული აქვთ რეპუტაცია, ეს არახალია. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენული გადაწყვეტილება და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პრემიერმა.










