პრემიერი: დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. 2025 წელს მთლიანობაში უზრუნველყოფილ იქნა 4 636 ოჯახი. გრძელდება სამშენებლო სამუშაოები თბილისში, რუსთავსა და ბორჯომში

პრემიერი პარლამენტში

დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. 2025 წელს მთლიანობაში უზრუნველყოფილი იქნა 4 636 ოჯახი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგროც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გრძელდება სამშენებლო სამუშაოები თბილისში, 7 კორპუსი შენდება, ასევე რუსთავსა და ბორჯომში.

„მთლიანობაში 2 500 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი ამ სამუშაოების დასრულების შედეგად. ზუგდიდში 1 700-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინა მას შემდეგ, რაც დასრულდება შესაბამისი კორპუსების მშენებლობა. აქ აქტიურად წარიმართება შესაბამისი პროცესი.

ასევე ეკომიგრანტთა განსახლება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. 2025 წელს უზრუნველყოფილი იქნა 783, ხოლო წელს 451 ეკომიგრანტი ოჯახი.

ასევე უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების პროექტი ხორციელდება. გადაწყვეტილება მიღებულია 1 200-ზე მეტ ოჯახთან დაკავშირებით, სახლი უკვე შესყიდულია 511 ოჯახისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.