„მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ეზოში ჩნდება ჩანთით...“ - „კურიერის“ ექსკლუზივი
1794512278
საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი დუბლინში დასრულებულია. პრემიერ-მინისტრი დაესწრო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით პლენარულ სესიას, ასევე, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში თემაზე - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.
ირაკლი კობახიძემ დახურული ფორმატის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რეგიონში შვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში.
საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მაღალ დონეს და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას.
საქართველო შეურთდა სამიტზე მიღებულ დეკლარაციებს - დემოკრატიული ევროპის უსაფრთხიებისა და თავდაცვის უზრუნველყოფის, ნარკოდანაშუალთან ბრძოლის და უკანონო მიგრაციის საკითხებზე.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრს ასევე ჰქონდა საშუალება საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზეც ესაუბრა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ თავად ევროპისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სათანადოდ იყოს გააზრებული და შეფასებული საქართველოს როლი ევროპული დღის წესრიგში.