10 თებერვალს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1770658783
ვფიქრობთ, ევროკავშირი უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირისგან დისტანცირებული უნდა იყოს. ჩვენი გადმოსახედიდან სიტუაცია აშკარაა, საქართველო გააძლიერებს ევროკავშირს, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ვიდრე უნგრეთს ჰყავს სუვერენული მთავრობა, უნგრეთი და საქართველო ყოველთვის იქნებიან ურთიერთპატივისცემით თანამშრომლობაში.
„ვფიქრობთ, ევროკავშირი უდიდეს შეცდომას უშვებს, როდესაც მიიჩნევს, რომ საქართველო ევროკავშირისგან დისტანცირებული უნდა იყოს. ჩვენი გადმოსახედიდან სიტუაცია აშკარაა, საქართველო გააძლიერებს ევროკავშირს და გაცილებით უფრო სასარგებლო იქნება საქართველოსთან ახლო მოლაპარაკებები, ვიდრე უკრაინასთან იმიტომ, რომ უკრაინა არამცთუ დაასუსტებს ევროკავშირს, არამედ საფრთხეს მოუტანს ევროკავშირს ძალიან უხარისხო მარცვლეულის თუ სხვა პროდუქციის გამო.
ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია დავეყრდნოთ საქართველოსთან თანამშრომლობას, თქვენი მხრიდან ჩვენი სუვერენიტეტის მხარდაჭერას. მინდა, დაგარწმუნოთ ქალბატონო მინისტრო, რომ ვიდრე უნგრეთს ჰყავს სუვერენული მთავრობა, უნგრეთი და საქართველო ყოველთვის იქნებიან ურთიერთპატივისცემით თანამშრომლობაში“, - აღნიშნა პიტერ სიიარტომ.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.