ხილის 7 სახეობა, რომელიც სისხლში შაქარს არეგულირებს
1764001710
ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს მას შემდეგ, რაც ის იქნება საქართველოში და თავისუფლებაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ნებისმიერ ფორმატში სააკაშვილი საკვანძო როლს ითამაშებს.
„ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ მომავალ, თავისუფალ, თუნდაც სამართლიან საარჩევნო გარემოში სააკაშვილი ითამაშებს საკვანძო როლს. დრო გვიჩვენებს, ჩვენ უნდა გვქონდეს შესაბამისი არენა, რათა პოლიტიკური აქტიურობა სხვა ეტაპზე გადავიდეს. სწორედ ამ არენაზე გასასვლელად, მოსამზადებელი სამუშაოების დროს გვეცოდინება, რა ფორმატით, ვისთან, როგორ, ვინ თანამშრომლობს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
კითხვაზე, როდის იქნება ეს ყველაფერი, ცისკარიშვილმა უპასუხა: „ამას დრო გვიჩვენებს, შეიძლება, რამდენიმე კვირაში, შეიძლება, რამდენიმე თვეში“.
ამასთან, როგორც ცისკარიშვილმა აღნიშნა, გასულ წელს, არჩევნებისას „კოალიცია ცვლილებისთვის“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მუშაობდა.
„გასულ წელს ჩვენ წინააღმდეგ მუშაობდა, ჩვენი კონკურენტი იყო ამ არჩევნებში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასუსტებდა ეს პოლიტიკური ძალა. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს ძალიან უხაროდა, რომ ბევრი ოპოზიციური მოთამაშეა ველზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი იყო ოპოზიციის გაერთიანება იმ მომენტისთვის, 2024-ის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომ ამომრჩეველს ჰქონოდა არჩევანის საშუალება ერთი-ერთზე, დასავლეთსა და რუსეთს შორის. ჩვენ ვიყავით ერთიანი სიის მომხრე. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგა ამ ნაბიჯზე არ წამოვიდა, ამაზე არ დაგვთანხმდა, მოცემულობა შეიქმნა, რომ ყველამ ცალ-ცალკე ვიასპარეზეთ, რამაც ბიძინა ივანიშვილის ამოცანებს ხელი შეუწყო“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცნობითვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნიკა მელიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა: „თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები“. მელია ერთ-ერთ პოლიტიკოსში მიხეილ სააკაშვილს გულისხმობდა.