წყალი 28 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1769716081
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისიის ფორმატში საწვავის მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
კომისიის სხდომაზე განიხილეს საქართველოში საწვავზე არსებული ფასები და მისი შესაძლო შემცირების რესურსი. გაკეთდა განცხადება, რომ სასურსათო პროდუქციისგან განსხვავებით, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასები გაცილებით დაბალია, რასაც მათ შორის განაპირობებს აქციზის დაბალი გადასახადი, რომელიც სამჯერ ნაკლებია ევროპულ ქვეყნებში არსებულ ტარიფზე.
მიუხედავად ამისა, ითქვა, რომ ფასების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით დისკუსია შესაძლებელია. მთავრობის მეთაურმა მოისმინა საწვავის კომპანიების წარმომადგენლების მოსაზრებები, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება. დისკუსია მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომისიის ფორმატში გადაინაცვლებს.
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის თქმით, პარლამენტში შეიქმნება ფასების შემსწავლელი კომისია და ეს კომისია შეისწავლის ფასებს საკვებ პროდუქტებზე, სწრაფი მოხმარების საგნებზე, მედიკამენტებზე და ასევე საწვავზე, რათა დეტალურად გაეცნონ ბიზნეს პროცესებს.
"პარლამენტში შეიქმნება ფასების შემსწავლელი კომისია და ეს კომისია შეისწავლის ფასებს საკვებ პროდუქტებზე, სწრაფი მოხმარების საგნებზე, მედიკამენტებზე და ასევე საწვავზე. კომისიის მიზანია, რომ დეტალურად გავეცნოთ ბიზნეს პროცესებს, რა საოპერაციო ხარჯებია ბიზნესში, რა პრობლემები აქვს ბიზნესს, რომ დავეხმაროთ ბიზნესს, რათა მათ მაქსიმალური ოპტიმიზაცია შეძლონ საოპერაციო ხარჯების, რაც შედეგობრივად აისახება სამომხმარებლო ფასების კლების დინამიკაზე", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.