100 როზგი ქორწინების გარეშე სექსისთვის და 40 ალკოჰოლის მოხმარებისთვის - ინდონეზიაში წყვილი საჯაროდ დასაჯეს

გაროზგვა

ინდონეზიის აჩეჰის პროვინციაში შარიათის კანონით ქალი და მამაკაცი საჯაროდ დასაჯეს ქორწინების გარეშე სქესობრივი კავშირის და ალკოჰოლის მიღების გამო.

ადგილობრივი მედიისა და AFP-ის ინფორმაციით, წყვილს საერთო ჯამში 140-ჯერ ჯოხის დარტყმა მიესაჯა — 100 დარტყმა ქორწინების გარეშე სექსისთვის და 40 — ალკოჰოლის მოხმარებისთვის.

დასჯა ერთ-ერთ პარკში, ათობით ადამიანის თვალწინ განხორციელდა. პროცესის დროს ქალმა გონება დაკარგა და სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. შარიათის პოლიციის განცხადებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სასჯელია მას შემდეგ, რაც აჩეჰში შარიათის კანონმდებლობა ამოქმედდა.