მეცნიერებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

ასტრონომებმა დედამიწიდან დაახლოებით 146 სინათლის წელიწადის მანძილზე პოტენციურად სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელსაც HD 137010 b დაარქვეს.

პლანეტა ზომით ძალიან ჰგავს დედამიწას და მასზე მხოლოდ 6%-ით დიდია. წელიწადი მასზე დაახლოებით 355 დღეს შეადგენს. HD 137010 b მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, რომელიც ჩვენს მზეზე შედარებით ცივი და მკრთალია. აქედან გამომდინარე, პლანეტის ზედაპირზე ტემპერატურა უფრო მეტად მარსისას ჰგავს და შესაძლოა -70 გრადუსზე დაბალიც იყოს.

ეს ყველაზე ახლო პლანეტა, რომელიც პოტენციურად ვარგისია სიცოცხლისთვის, თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიების დღევანდელი განვითარების ფონზე, პლანეტამდე მიღწევას ათობით ათასი წელი დასჭირდება.