1747645278
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს 26 მაისს დემონსტრაციის დარბევისას ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებს განიხილავს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს. კომისიის წევრები დღეს 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციის დარბევისას, ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებს განიხილავენ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნონა გაფრინდაშვილი, ელდარ (ლუკა) კურტანიძე, დავით ლორთქიფანიძე და გიორგი ბურჯანაძე არიან მიწვეულნი.
2011 წლის 26 მაისს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს იხსენებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც, მათი თქმით, ეს დღე კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად ძალადობრივი და სასტიკი იყო რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების მიმართ.
„საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს დანაშაულებრივი რეჟიმის ქმედებებს, 2003-2012 წლებში მოქმედებდა რეჟიმი, რომელიც ადამიანებს კლავდა, ადამიანებს აუპატიურებდა, ართმევდა მათ ქონებას“, - ამბობს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძე.