რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მასობრივი იერიში განახორციელა

80-ზე მეტი დრონი და 6 რაკეტა

ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის დაგეგმილი სატელეფონო საუბრის მიუხედავად, რუსეთი უკრაინაზე შეტევებს არ წყვეტს. 19 მაისის ღამის რუსმა სამხედროებმა უკრაინას 112 დრონით შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს. მათივე ცნობით, 76 დრონი ჩამოაგდეს, კიდევ 35 კი ნეგატიური შედეგების გარეშე დავარდა, თუმცა იერიშის გამო დაზარალდა ქვეყნის რამდენიმე რეგიონი.

სუმის ოლქში 2 ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია 4 საცხოვრებელი სახლი, რამდენიმე შენობაში გაჩნდა ხანძარი.

გასულ ღამეს კი რუსეთმა უკრაინაზე ომის დაწყებიდან დრონებით უმსხვილესი იერიში მიიტანა - უკრაინის მიმართულებით 273 სხვადასხვა ტიპის უპილოტო აპარატი იყო გაშვებული.

დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართება.