1756919518
პარლამენტი დღეს სუსის ახალ ხელმძღვანელს აირჩევს - მამუკა მდინარაძე კანონმდებლებს საკუთარ ხედვას წარუდგენს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დღეიდან ახალი ხელმძღვანელი ოფიციალურად ეყოლება. ამ პოსტზე მამუკა მდინარაძეს დეპუტატები რამდენიმე საათში აირჩევენ.
კენჭისყრამდე კი "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი კანონმდებლებს უწყების მუშობასთან დაკავშირებით საკუთარ გეგმებს და ხედვებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე წარმოუდგენს.
მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ მდინარაძე ახალ თანამდებობას თავს კარგად გაართმევს.