პაპუაშვილი: ნამაჰვანჰესის პროექტის ეკონომიკური საბოტაჟისთვის გამოყენებული იყო ე.წ. ენჯეომედიები. ჩვენმა ეკონომიკამ და ჩვენმა მოსახლეობამ იზარალა არა მხოლოდ პირდაპირ, არამედ იმითაც, რომ გარე დაფინანსებით ეკონომიკური საბოტაჟი მოგვიწყვეს

შალვა პაპუაშვილი

ნამაჰვანჰესის პროექტის ეკონომიკური საბოტაჟისთვის გამოყენებული იყო „ენჯეოები“ და ეს ე.წ. ენჯეომედიები. საქართველომ იზარალა არამხოლოდ პირდაპირ, ამ პროექტის ჩაშლით, არამედ იზარალა ჩვენმა ეკონომიკამ და ჩვენმა მოსახლეობამ იმით, რომ გარე დაფინანსებით ეკონომიკური საბოტაჟი მოგვიწყვეს,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ისინი ამხელენ და დაადგენენ ყველა დამფინანსებელს, ვინც ქვეყანას და ხალხს აზიანებს და ეკონომიკურ საბოტაჟს უწყობს.

,,დღეს შეგვიძლია, უკვე ღიად ვთქვათ, რომ მაშინაც, ვინც ეს საბოტაჟი განახორციელა, ისინი ფინანსდებოდნენ უცხოეთიდან. იმ მომენტში ამერიკული და ევროპული ფონდებიდან. დღეს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა წინა ადმინისტრაციის დანაშაულები ამ მხრივ, რომ ხდებოდა თანხების გამოყენება სხვა ქვეყნების და ხალხების დაზიანებისთვის. ასეთ პროექტებს აღარ აფინანსებენ. იმედი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში და რაც ვიცით, ასეა. და დღეს მთლიანად ეს საბოტაჟი ფინანსდება ან უშუალოდ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ბიუჯეტიდან. ამიტომ, აქაც დღესაც დამალულია ყველა ამ ორგანიზაციის დაფინანსება. მათ დონორებს მოვუწოდებ, დაასახელონ საკუთარი თავი, ვინ აფინანსებს „პუბლიკას“, „ნეტგაზეთს“, „ონჯის“ და სხვა ამგვარ ვებგვერდიან „ენჯეოებს“ და ვინ აფინანსებს ეკონომიკურ საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ. აქაც დავპირდებით, რა თქმა უნდა ჩვენც დავადგენთ ვინ არიან დამფინანსებლები და ყველას, რომელი ელჩიც არ უნდა იყოს ეს, რომელი ქვეყანა და რომელი ორგანიზაციაც არ უნდა იყოს, ყველას ვამხელთ, ვინც ჩვენ ხალხს აზიანებს და ეკონომიკურ საბოტაჟს უწყობს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.