მძიმე ავარია მესტიისა და ჭუბერის გზაგასაყარზე - დაღუპულია ცოლ-ქმარი
1759219308
ჩვენ მარტო „ქოცებს“ არ ვებრძვით, ასევე პრობლემაა ბიძინას მეხუთე კოლონა ჩვენს ფლანგზე, ანუ ის ადამიანები, რომლებიც „ოპოექსპერტების“ და „ოპოპოლიტიკოსების“ სახელით მიზანმიმართულად ცდილობენ ხალხში იმედგაცრუების, ნიჰილიზმის და მოქმედების სურვილის ჩახშობას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მეხუთე კოლონა ის ადამიანებია, რომლებიც მოსახლეობაში ნიჰილიზმს აღვივებენ.
როგორ ამოვიცნოთ „ქოცი“ ჩვენს რიგებში, ქოცური ნარატივები: „ბიძინას ყველაფერი დაგეგმილი აქვს, ყველაფერი იცის“. – მიზანი: ხალხში უიმედობის გაღვივება, ბიძინას უძლეველობის მითის დამკვიდრება;
„სად არიან ოპოზიციის ლიდერები?“ – დაეჭვება მაშინ, როცა მრავალი ლიდერი დაკავებულია ან დაბლოკილია. მიზანი: ხალხის მიზანმიმართულად დაბნევა;
„4 ოქტომბერს არაფერი მოხდება, გეგმა არ არის, ლიდერი არ არის.“ – მიზანი: იმედგაცრუება ფარული გზავნილით „დარჩით სახლში“;
„რადიკალური განცხადებები არ შეიძლება, ეს დაპირისპირებას გაზრდის“ – მიზანი: დაშინება;
„აქციას ვემიჯნებით, ვაშენებთ მწყობრ წინააღმდეგობას“ – მიზანი: ყურადღების გადატანა და რეჟიმისთვის დროის მოგება’
„პაატა ბურჭულაძის, ლევან ხაბეიშვილის აქციის მიზნები გაუგებარია“ – მიზანი: საზოგადოების დეზორიენტირება;
„არ არის საჭირო რადიკალიზმი, ბიძინა გაზაფხულზე არჩევნებს ისედაც გამოაცხადებს და პოლიტპატიმრებსაც გაათავისუფლებს“ – მიზანი: ბრაზის და პროტესტის დამშვიდება;
„თუ ნათელი სურათი მომავალ მთავრობაზე არ გვაქვს, მხარს ვერ დავუჭერთ“ – მიზანი: ყურადღების გადატანა, განხეთქილების შეტანა და ორგანიზატორთა სკამისთვის მებრძოლებად წარმოჩენა.
„მანდატები უნდა აგვეღო და შიგნიდან უნდა გვებრძოლა“ – მიზანი: ბიძინასთვის სისტემურ ოპოზიციონერობაზე თანხმობა;
და ბოლოს – მათ ყველაფერზე პასუხი აქვთ, ყველას აკრიტიკებენ მაგრამ პასუხისმგებლობას არაფერზე არ იღებენ.
ასეთი ნარატივებით მოქმედებს ბიძინას მეხუთე კოლონა, მათი მიზანია იმედგაცრუების დათესვა, ხალხის დაბნევა, დაეჭვება და სახლში დატოვება. არ ავყვეთ მათ, დავდგეთ ერთად 4 ოქტომბერს რუსთაველზე და ვანახოთ ვისია საქართველო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.