პაატა ბურჭულაძის დელუზიურ ბოდვებზე ორი ფრაზა მიტრიალებს თავში "თბილისის აგდებას რა უნდა" და "ეს ავანტყოფი ერია". ვისაც ავადმყოფი ერი ვგონივართ და იოლი ასაგდები, მხოლოდ მას შეიძლება ეკადრებინა ეს ჩვენთვის - ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება, ბოლო დროს პაატა ბურჭულაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ბურჭულაძე ამბობს, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლება უკვე გადაბარებული იქნება.

„“4 ოქტომბერს ყველა გამოვა, ვისაც ექნება სურვილი და ეს იქნება მინიმუმ 200-300 ათასი ადამიანი. 4 ოქტომბერს იწყება და მთავრდება ყველაფერი. როგორ უნდა მივცეთ ამას საშუალება, რომ ხალხი კიდევ წავიდეს სახლში? 4-ში ვიწყებთ და 4-შივე ვამთავრებთ, 4 ოქტომბერს მივაღწევთ ჩვენ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა”, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, რომ ბურჭულაძის „დელუზიურ ბოდვები“ წარსულში სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბარს ახსენებს, სადაც ალასანია ამბობს, რომ ქართველები ავადმყოფი ერია.

პაატა ბურჭულაძის დელუზიურ ბოდვებზე ორი ფრაზა მიტრიალებს თავში - "თბილისის აგდებას რა უნდა" და "ეს ავანტყოფი ერია“. ვისაც ავადმყოფი ერი ვგონივართ და იოლი ასაგდები, მხოლოდ მას შეიძლება ეკადრებინა ეს ჩვენთვის.
გადაბრუნდება ურემი კიდევ ერთხელ და დაინახავთ“,- წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, 2018 წელს, უკრაინულ ვებგვერდზე zdes.com.ua გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც საუბრობენ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია.

სააკაშვილი თავის ბიძასთან საუბრობს რევოლუციის გეგმებზე და ამბობს, რომ ორი ელემენტის გაძლიერება სჭირდება: რევოლუციური ახალგაზრდობის და თბილისის middle class-ის, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, რევოლუციას ისინი ახდენენ.

„მანდ გვაქვს სერიოზული ჩავარდნა, იმიტომ, რომ ამათ წარმოიდგინეს, რომ თბილისი ეს არის ბაზრობებზე სიარული და გლდანის მეტროში. ეგ ეგრე არ არის. ისიც არის, მარა გადამწყვეტი რევოლუციური მუხტი არის აი ეს self made ბიზნესები თბილისის ცენტრში. თან ამ სირ**ს რომ ჰგონიათ, რომ ამათთან რაღაც დიდს მიაღწევ.

თემურ ალასანია – ეს ავადმყოფი ერია რა. ამათ სანამ არ დააჯ*** თავზე და დედას არ მოუტ***, ვერ იგებენ ვერაფერს.

მიხეილ სააკაშვილი – ეგრე იყო ეგ ხალხი მთელი ცხოვრება. ეხლა რატომ იქნება…

თემურ ალასანია – მაგათი დედა მოვტ**** მე ქართველების პროსტა რა. ქართველების დედა მოვ***. ვინ არიან ესენი ტო, ეს ავადმყოფი ერი ვინ არის ტო. დავიღალე იცი, პროსტო ცდისგან. ვზივარ, ვზივარ, ვზივარ. რაღაც ზარებს ველოდები. რაღაცას მიდივარ-მოვდივარ, სულ რაღაცა ხვალ, ზეგ, აი, ეხლა მოხდება“