1759573255
პაატა ბურჭულაძე ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის აპირებენ განცხადების გაკეთებას: "როცა საჭირო იქნება, თქვენ არ შეგეკითხებით, ყოველ შემთხვევაში"

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი, რომელიც 16:00 საათზე იყო დაანონსებული. აქციის მონაწილეები შეკრებას საკრებულოსთან აანონსებენ.
ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა დაიწყო. აქციის მონაწილეებს, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიძრნენ, ფილარმონიასთან მხარდამჭერები შეუერთდებიან. ისინი თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
პაატა ბურჭულაძე და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები პარლამენტის შენობის მიმდებარედ იმყოფებიან. პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ მარშის მონაწილეებს დროშებით უნდა დახვდნენ.
"დროშები უნდა გადავცეთ - დღეს ხომ დროშების რევოლუციაა, საქართველოს დროშებს ვუფრთხილდებით ჩვენ," - განაცხადა პაატაა ბურჭულაძემ.
კითხვაზე, თუ როდის გააკეთებენ განცხადებას, პაატა ბურჭულაძემ უპასუხა: "როცა საჭირო იქნება, თქვენ არ შეგეკითხებით, ყოველ შემთხვევაში".