ოპოზიციის აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა

ანნა

 ოპოზიციის აქტივისტის, მაგდა მამუკაშვილის გამოკითხვა პოლიციის მთავარ სამმართველოში გვიან ღამემდე გაგრძელდა.

მამუკაშვილი საგამოძიებო უწყებაში ლუკა ჭოხონელიძესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პოსტზე დაიბარეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

შეგახსენებთ ოპოზიციის ერთ-ერთ აქტივისტს, ლუკა ჭოხონელიძეს გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

რამდენიმე დღის წინ, ასევე, ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტივისტმა, ალბი კორძაიამ გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც ჭოხონელიძე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, თუმცა მსხვერპლის ვინაობა არ დაუსახელებია. წაყენებულ ბრალს უარყოფს თავად ჭოხონელიძე და აპირებს ცილისწამებისთვის სასამართლოს მიმართოს. აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოიკითხნენ ალბი კორძაია და ლუკა ჭოხონელიძეც.