ახალი რეგულაცია მძღოლებისთვის, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1748721263
მმართველი გუნდის წევრები ოპონენტებს მოუწოდებენ დღევანდელ დღეს თავი შეიკავონ დაძაბულობის ხელოვნურად შექმნისგან. როგორც ისინი აცხადებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის დამრღვევები დაისჯებიან.
"26 მაისი უნდა იყოს გაერთიანების დღე საქართველოს ყველა მოქალაქის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, თუმცა, სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ არაფერი წმინდა არ დაიტოვა. ყველას გვახსოვს, რა მოაწყვეს მათ 9 აპრილს და როგორც ჩანს, დღესაც იმავეს გეგმავენ. მაგრამ სახელმწიფო დაპირისპირებას არ და ვერ დაუშვებს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მთელმა საქართველომ ღირსეულად აღნიშნოს დღევანდელი დღე," - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.
რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტების განცხადებას, მათი თქმით, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას, რუსთაველზე აპირებს. მათი განცხადებით, ისინი საღამოს პარლამენტთან შეიკრიბებიან, მანამდე კი სხვადასხვა ლოკაციიდან მსვლელობებს გამართავენ.