ხვალ წყალი 24 საათით შეწყდება - შეამოწმეთ თქვენი მისამართები
1730978871
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან მისი მისამართით ცილისმწამებლური განცხადებები მოისმინა.
აღნიშნულის შესახებ ბრეგაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
რატი ბრეგაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წევრები თავიანთი ქმედებებით ადასტურებენ, რომ საკანონმდებლო საქმიანობასთან, ცივილიზებულ პოლიტიკურ კულტურასთან საერთო არაფერი აქვთ.
„პირველ რიგში, მაყურებელს და ქართველ ხალხს მინდა, ბოდიში მოვუხადო, მათ შორის, რადიკალური ოპოზიციის წევრების ქმედებების გამო, რომლებიც ნათლად ადასტურებენ, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო საკანონმდებლო საქმიანობასთან, ცივილიზებულ პოლიტიკურ კულტურასთან. აქ ვიხილეთ ცილისწამება, მათ შორის, როდესაც ადამიანს აბრალებ, რომ არის მკვლელი. შევახსენებ ამ ოროსნებს, ადამიანის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ დამდგარი უნდა იყოს კანონიერი განაჩენი და მხოლოდ მაშინ შეიძლება, უწოდო მას მკვლელი ან ნებისმიერი სხვა რამ, თუმცა მსგავსი ტიპის ცილისწამებებს, რა თქმა უნდა, მიჩვეული ვართ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ამასთან, რატი ბრეგაძე გამოეხმაურა დარბაზის დატოვებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის მიერ რატი ბრეგაძის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, რომ მის ქმედებებზე მისი შვილები აგებენ პასუხს.
რატი ბრეგაძის თქმით, ასეთი საუბარი დაუშვებელია და ანა წითლიძეს უზრდელი უწოდა.
„სამწუხაროდ, არ ჩანს და ალბათ მედია დააფიქსირებდა კონკრეტულად ოჯახსა და მცირეწლოვან ბავშვებზე საუბარს, რაც ყოვლად დაუშვებელია. ეს მეტყველებს იმ მარაზმზე, რასაც ეს ხალხი წარმოადგენს. ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ თავიანთ დაუნდობელ სახეს. ნათლად აჩვენებენ, რომ, ხელისუფლების უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, ისინი მართლაც არავის დაინდობენ. ეს მათი საქმეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამას ქართველი ხალხი ნამდვილად არ დაუშვებს“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ