ირანს, თავდაცვის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს - ირანის პრეზიდენტი
1772644684
დეზინფორმაციას უწოდებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით - „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“. მისი შეფასებით, ეს დეზინფორმაცია დღევანდელ ურთულეს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.
„აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელიც თითქოს ირანული დასანქცირებული კომპანიების საქართველოში ფუნქციონირებას ეხება, საფუძვლად უდევს ტაივანთან დაკავშირებით დაფინანსებული თინათინ ხიდაშელის სტატია. ის გადავრცელებული არის გამორჩეული, მრავალჩინიანი აგენტის, ეკა გიგაურის მიერ. რაც მთავარია, სტატია დაიბეჭდა უცხოურ გამოცემა The Hill-ში, რომელსაც „ფარას“ მიხედვით ვხედავთ, რომ არის „ნაცების“ მიერ ლობიზმის თანხებით დაფინანსებული.
ეს სრული დეზინფორმაციაა, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ერთი მხრივ, საქართველოს დისკრედიტაცია მოახდინონ, მეორე მხრივ, საკუთარი მავნებლობა განახორციელონ და მესამე მხრივ, რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, რომ ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში საქართველო რაღაცნაირად გახდეს ამ ცეცხლის ალის ნაწილი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
სტატიაში, რომლის ავტორი „დემოკრატიის დაცვის ფონდის“ რუსეთის პროგრამების კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი ქეთი ქორქიაა და რომელიც სრულად ავტორის მოსაზრებებს ეფუძნება და არა კონკრეტულ არგუმენტებს, ეკა გიგაური აზიარებს.
რეალობა კი ასეთია - ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით 2025 წელს ირანთან იმპორტი მთელი იმპორტის 1.36% იყო, ირანში ექსპორტი კი მთელი ექსპორტის 0.35%.