თელავში მამაკაცი ავტომობილით საკუთარ მეუღლეს დაეჯახა
1770981740
მოვისმენთ მათ საჭიროებებს, მათ დანახულ პრობლემებს და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობაზე გვექნება კითხვები, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე სურსათის მწარმოებლებთან.
მისი თქმით, კომისიის მუშაობის პროცესში უნდა გამოიკვეთოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც საბოლოო ჯამში გამოიწვევს სურსათზე ფასების შემცირებას.
„ესენი არიან ქართული მწარმოებლები, რომელთა სექტორის გაძლიერება ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს და აქცენტს წარმოადგენს. ამიტომ, რა თქმა უნდა ერთის მხრივ, მოვისმენთ მათ საჭიროებებს, მათ დანახულ პრობლემებს და მეორე მხრივ, თავისთავად მათ და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობაზე გვექნება კითხვები. ამ საჯარო პროცესმა ვფიქრობ, რომ ბევრი რამ უნდა გახადოს ნათელი, მათ შორის ნათელი საზოგადოებისთვის და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რაიმე პოზიცია ჩამოვიყალიბოთ ან გადაწყვეტილება მივიღოთ ისე, რომ საზოგადოების აზრი არ ემთხვეოდეს ჩვენსას. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ფასების შემცირების პროცესი ვფიქრობ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, მათ შორის ბიზნესის აქტიური თანამშრომლობით და მათივე სურვილით, რადგან ვფიქრობ, რომ მათ პასუხისმგებლობაშიც შედის ის სოციალური პასუხისმგებლობა, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია მეორე სხდომას გამართავს.