ნინო წილოსანი: რადიკალები ნამდვილად განულებული პოლიტიკური ძალები არიან, რომლებსაც საშუალება არ მივეცით, სახელმწიფოს საწინააღმდეგო აგრესიული გეგმები განეხორციელებინათ

ნინო წილოსანი

ალბათ, ოპოზიციადაც არ ღირს, მოვიხსენიოთ. რადიკალები ნამდვილად განულებული პოლიტიკური ძალები არიან, რომელსაც რადიკალიზმი გამოვაცალეთ და საშუალება არ მივეცით, სახელმწიფოს საწინააღმდეგო აგრესიული გეგმები განეხორციელებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, ოპოზიცია შეიკრიბება, მოილაპარაკებს, გაერთიანდება თუ რაიმე სხვა მოქმედებას ჩაატარებს, აქტუალური ნამდვილად არ იქნება.

„ერთადერთი, რის იმედსაც გამოვხატავ, ალბათ მომავალში უფრო წამოვლენ რეალური ოპოზიციური ძალები, რომლებიც ხელისუფლებას სათანადო ოპონირებას გაუწევენ და ოპოზიცია თავის დანიშნულებას რეალურად შეასრულებს. ვითომ გაერთიანების ან შეთანხმების პროცესი იმ დიდი მავნებლური პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ათწლეულებია, საქართველოს წინააღმდეგ ვაკვირდებით“, – აღნიშნა წილოსანმა.