ნინო წილოსანი: ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო. ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო, რადიკალები დამარცხდნენ

ნინო წილოსანი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ოპოზიციაში დაპირისპირებას და თამარ შერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იყენებდნენ.

„უკვე გაცვდა რადიკალების გოდება ჩავარდნილ რევოლუციაზე, აშშ-დან და ევროპიდან დახმარების ვერმიღებასა და დამნაშავე სააკაშვილის „ტყვეობაზე“…

ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო.ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო - რადიკალები დამარცხდნენ!“ - წერს წილოსანი.