რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
უკრაინა ლითიუმის ერთ-ერთ უდიდეს საბადოს ტრამპთან დაკავშირებულ ინვესტორებს მიჰყიდის.
მედიის ცნობით, კიროვოგრადის რეგიონში ლითიუმის საბადოს წარმოების გაზიარების ხელშეკრულების ტენდერში კონსორციუმმა გაიმარჯვა, რომელსაც ირლანდიური კომპანია TechMet-ი ხელმძღვანელობს.
საუბარია „დობრას“ ლითიუმის საბადოზე, რომელიც უკრაინაში ერთ-ერთი უდიდესია. ლითიუმი ისეთი ტექნოლოგიების ძირითადი კომპონენტია, როგორიცაა ელექტრობატარეები.
„გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ სჭირდება უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ ოფიციალური დამტკიცება, თუმცა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია“, – წერს „ნუ იორკ თაიმსი“.
როგორც მედია წერს, გამარჯვებულ კონსორციუმს მჭიდრო კავშირები აქვს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან. მის წევრებს შორისაა კოსმეტიკური კომპანიის, Estée Lauder-ის მემკვიდრე რონალდ ლაუდერი. ლაუდერი ტრამპის მეგობარია. ისინი კოლეჯის პერიოდიდან მოყოლებული მეგობრობენ. ლაუდერი ასევე რესპუბლიკური პარტიის დონორი იყო.
TechMet-ის უმსხვილესი აქციონერი არის „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია“.