ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინი ვარდოსანიძემ დროშის დღესთან დაკავშირებით საკრებულოში კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, საკრებულომ კიდევ ერთხელ გამოხატა პატივისცემა საქართველოს დროშის მიმართ და ყველას მოუწოდა, აქციას შეუერთდეს. „უკვე რამდენიმე წელია თბილისის საკრებულოში შენობის აივნებიდან ხდება საქართველოს დროშების გადმოფენა.
რა თქმა უნდა, წელსაც ეს ტრადიცია შესრულდა, რითაც გამოვხატეთ პატივისცემა სახელმწიფოს ამ ერთ - ერთი უმთავრესი სიმბოლოს მიმართ. მე კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ და მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ ამ ძალიან მნიშვნელოვან და საამაყო აქციას“, - განაცხადა ვარდოსანიძემ.